არსებული სტატისტიკით ლანჩის დროს ტრადიციულად პიცა ლიდერობს. ის მოთხოვნადია ყველგან, სამსახურში, სახლში თუ დაბადების დღეებზე. ის მოთხოვნადია მთელს მსოფლიოში, გამონაკლისი არც საქართველოა.
საინტერესოა, თქვენ რომელი კერძი გიყვართ? მას შეუძლია ადამიანის დახასიათებაში დაგეხმაროთ და უფრო მეტიც, არავითარ შემთხვევაში არ შეცდებით....
საინტერესოა ცვლილებები ყოველდღიურობაში, განსაკუთრებით კი საკვების არჩევისას, თუმცა გასათვალისწინებელია ერთი დეტალი - როცა რამის შეცვლას გადაწყვეტთ აირჩიეთ ყველაზე მარტივი გზა - ესტუმრეთ www.foodpanda.ge-ს.
და მაინც რას უკვეთავენ ქართველები www.foodpanda.ge-ზე, განსაკუთრებით კი ლანჩის დროს? ეს ის პერიოდია როცა დროში შეზღუდული ხარ, ან სულაც გადაღლილი, თუმცა გინდა რაღაც განსაკუთრებული, ხელმისაწვდომი და გემრიელი?!
ფუდპანდაზე ყველაზე პოპულარულ სამზარეულოებში ლიდერობენ: პიცა, სუში და ქართული სამზარეულო. კერძებიდან კი ყველაზე პოპულარული პროდუქტია პიცა პეპერონი, სალათი ცეზარი და ქლაბ სენდვიჩი.
“რა თქმა უნდა ფუდპანდაზე არის გამორჩეულად პოპულარული სამზარეულოები და რესტორნები, მაგრამ ფუდპანდას მთავარი დამახასიათებელი ნიშანი არის მრავალფეროვანი არჩევანი, რომელიც ყველა გემოვნების ადამიანს აკმაყოფილებს - ის ყველასთვისააა! განსაკუთრებით მათთვის ვინც დროში შეზღუდულია, ან გადაღლილია, ან სულაც უამინდობისას გარეთ გასვლა ეზარება და ა.შ,“ - აცხადებს ფუდპანდას დირექტორი, გიგა ქერქაძე.
გერმანულმა ბრენდმა „ფუდპანდამ“ ქართულ ბაზარზე ოპერირება 2014 წლის 21 მარტს დაიწყო. მოკლე დროის მუხედავად, მან უკვე შეძლო საზოგადოების დიდი ნაწილის დაინტერესება. „დღესდღეობით „ფუდპანდას“ პარტნიორთა რიცხვში 60 მეტი ცნობილი რესტორანია და მათი რაოდენობა დღითიდღე იზრდება.
foodpanda მომხმარებლის მოთხოვნებზე ორიენტირებული კომპანიაა, რომელიც ისეთი თანამედროვე ტექნოლოგიური სიახლის გამოყენებით, როგორიცაა მობილური აპლიკაცია, საკვების შეკვეთას ბევრად უფრო მარტივსა და სახალისოს ხდის, რაც მომხმარებლის მაქსიმალურ კომფორტს განაპირობებს. გამარტივებული ფორმით 70-ზე მეტი კვების ობიექტიდან კერძების შეკვეთა და ადგილზე მიტანა თბილისის, მცხეთისა და რუსთავის მასშტაბით საიტის გარდა( www.foodpanda.ge) განახლებული მობილური აპლიკაციის (iOS, Android, Windows Mobile) საშუალებითაც შეგიძლიათ.
2014 წლის 17 ნოემბრიდან „ფუდპანდა“ ბათუმში გაფართოვდა!
foodpanda, ონლაინ საკვების შეკვეთის სერვისი, რომელიც მსოფლიოს 45-ზე მეტ ქვეყანაშია. გერმანულმა ბრენდმა ქართულ ბაზარზე ოპერირება 2014 წლის მარტში დაიწყო. „ფუდპანდას“ სათავო ოფისი ბერლინში მდებარეობს, საიდანაც ყველა ქვეყნის საქმიანობის კოორდინირება ხორციელდება.