„ვერცხლის ლიგაში

„ვერცხლის ლიგაში" კვლავ „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" გუნდი ლიდერობს

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" კვლავაც „ვერცხლის ლიგის" ერთადერთ დაუმარცხებელ გუნდად რჩება. ბიზნესის ჩემპიონთა „ვერცხლის ლიგის" მეოთხე ტურის შეხვედრა, რომელიც გოლების სიმცირის მიუხედავად, დაძაბულად წარიმართა, ისევ და ისევ GWP-ის გამარჯვებით დასრულდა. თბილისის წყალგამანაწილებელმა კომპანიამ „საქრუსენერგოს" გუნდს 2-1 მოუგო და, ჩატარებული ოთხი ტურის შედეგების მიხედვით, ლიგის ერთპიროვნული ლიდერის სტატუსი შეინარჩუნა.

„ვერცხლის ლიგის" მორიგი თამაშები მიმდინარე კვირის ბოლოს გაიმართება. შეხვედრებს, ტრადიციულად, ჯემალ ცერცვაძის სახელობის ხელბურთის აკადემია უმასპინძლებს.