შეხვედრაზე გოჩა ცოფურაშვილმა საქართველოსა და ჩინეთის რესპუბლიკას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მინისტრის მოადგილემ სტუმრებს საქართველოში სოფლის მეურნეობის დარგის მიმართულებებზე და პოტენციალზე მიაწოდა ინფორმაცია.
„ჩვენს ქვეყნებს შორის სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობის დიდი რესურსი არსებობს. ჩვენი ხელისუფლებისთვის სოფლის მეურნეობა პრიორიტეტულია. გვინდა მაქსიმალური გავაკეთოთ იმისათვის, რომ დარგი სწრაფად განვითარდეს, ამისათვის კი, მნიშვნელოვანია როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოური ინვესტიციების მოზიდვა. დარგის განვითარებისთვის გვაქვს განსაზღვრული სტრატეგია და შესაბამისი ხელშემწყობი პროექტები. ქვეყანაში შექმნილია მიმზიდველი საინვესტიციო გარემო“, - განაცხადა გოჩა ცოფურაშვილმა.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ სოფლის მეურნეობის დარგის განვითარების ერთ-ერთ მიმართულებას ადგილობრივი წარმოების ზრდის ხელშეწყობა წარმოადგენს.
ჩინელი ბიზნესმენები სოფლის მეურნეობის დარგში ლოჯისტიკის ცენტრების შექმნის, გადამამუშავებელი საწარმოების თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვის, სოფლის მეურნეობის პროდუქციის სატრანსპორტო გადაზიდვის მიმართულებებით დაინტერესდნენ.
ქართულმა მხარემ შეხვედრაზე აღნიშნა, რომ დელეგაციის წევრების ინტერესების შესახებ ქართველ ბიზნესმენებს მიაწვდის ინფორმაციას. კონკრეტული პროექტების იდენტიფიცირების შემთხვევაში კი, სამომავლო თანამშრომლობის გეგმებზე იმსჯელებენ.