ამიერკავასიაში პირველმა ჰიპერმარკეტმა „გორგიამ“ მსოფლიო ბრენდის „გენჩის“ განახლებული საღებავების პრეზენტაცია გამართა. მულტინაციონალური ბრენდის გენერალურმა დირექტორმა ტოლგა კაიალარმა ჰიპერმარკეტ „გორგიას“, როგორც ლიდერს სამშენებლო და სარემონტო მასალების გაყიდვის კუთხით, სპეციალური სიგელი გადასცა და თანამშრომლობისათვის მადლობა გადაუხადა.
მულტინაციონალურმა ბრენდმა „გენჩმა“ რებრენდიგი დაასრულა და პირველი ქვეყანა, სადაც ახალი დიზაინისა და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით დამზადებული საღებავები გაიყიდება, საქართველო იქნება. „მოხარული ვართ, რომ საქართველო ის ქვეყანაა, სადაც ჩვენი ბრენდი ძალიან პოპულარულია. მსოფლიოს 58 ქვეყნიდან, რებრენდინგის პროცესი საქართველოდან დავიწყეთ, რადგანაც მიგვაჩნია, რომ ქართველი მომხმარებელი განსაკუთრებული გემოვნებით გამოირჩევა. ვამაყობთ იმით, რომ ჩვენი პარტნიორი საქართველოში ჰიპერმარკეტი „გორგიაა“, რადგანაც ის დღეს ბაზარს ყველაზე გამორჩეულ პროდუქტს ყველაზე იაფ ფასად სთავაზობს და ყოველდღიურად ათასეულობით მომხმარებელს მასპინძლობს“, - განაცხადა ტოლგა კაილარმა, გენჩის დამფუძნებელმა.
“გენჩი“ მულტინაციონალურ კომპანიის „კაილარ ქიმიის“ ბრენდია, რომელიც 1976 წელს დაფუძნდა და 58 ქვეყანაში 500 სახის საღებავს ყიდის. საქართველოში ბრენდი „გენჩის“ ექსკლუზიური შემომტანია ჰიპერმარკეტი გორგია.