პენიტენციური ჯანდაცვის ექიმები 2014 წლის 29 ნოემბრიდან მომდევნო თვეების განმავლობაში პროფესიული განვითარების და მომზადების ინტენსიურ პროგრამას გაივლიან. პროგრამა მოიცავს ისეთ მნიშვნელოვან მოდულებს, როგორიცაა: პაციენტის პირველადი და მეორადი შეფასების თანამედროვე მეთოდოლოგიები; გულ-ფილტვის რეანიმაცია და დეფიბრილატორის გამოყენება; რესპირატორული არესტის მართვა; გუნდური მუშაობის კონცეფცია; გულ-სისხლძარღვთა სისტემის მწვავე პათოლოგიების მართვა; ნარკომანიით დაავადებულ ან ნარკომანიის ანამნეზის მქონე პაციენტებში ტკივილის მართვას და ტრავმის შეფასება და მართვა.
პროგრამაში პირველ ეტაპზე პენიტენციური ჯანდაცვის 70 ექიმი ჩაერთვება - მათ პროგრამის დაწყებამდე და პროგრამის დასრულების შემდეგ ტესტი ჩაუტარდებათ.
სწავლება ევროკავშირის და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროგრამის „ადამიანის უფლებები ციხეებსა და დახურული ტიპის სხვა დაწესებულებებში“ მხარდაჭერით კლინიკა „მედიქლაბის“ ბაზაზე ჩატარდება და მას კლინიკური მედიცინის მოწინავე პროფესიონალები გაუძღვებიან.
პროფესიული განვითარების პროგრამის მიზანია პენიტენციურ სისტემაში სამედიცინო პერსონალის კომპეტენციის გაზრდა და ამ გზით მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება.