თბილისში, კახეთსა და მცხეთა–მთიანეთში კიდევ სამი პრობაციონერი დასაქმდა

თბილისში, კახეთსა და მცხეთა–მთიანეთში კიდევ სამი პრობაციონერი დასაქმდა

პრობაციის ეროვნული სააგენტოს ხელშეწყობით, თბილისში, კახეთსა და მცხეთა–მთიანეთში პირობით მსჯავრდებულები დასაქმდნენ.

თბილისის პრობაციის ბიუროს შუამდგომლობით, პირობით მსჯავრდებული გ. მ. შ.პ.ს. „ლიბრაში" მშენებლობაზე მუშად დასაქმდა და მისი დღიური შემოსავალი 16 ლარს შეადგენს.

კახეთის პრობაციის ბიუროში განხორციელებული ინდივიდუალური მუშაობის შედეგად, პირობით მსჯავრდებულ ნ. გ-ს დასაქმების საჭიროება გამოუვლინდა. ბიუროს მიერ მოძიებულ იქნა სამუშაო ადგილი და პრობაციონერი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფ. ფიროსმანში მწყემსად იმუშავებს. მისი ანაზღაულება ზამთრის სეზონზე 400 ლარი, ხოლო ზაფხულის სეზონზე – 800 ლარი იქნება.

დუშეთის მუნიციპალიტეტის მკვიდრი პირობით მსჯავრდებული ქ. ე დასაქმდა შ.პ.ს „ძველ მშენებელში", რომელიც სოფელ ბაზალეთში წყალმომარაგების სამუშაოებს ახორციელებს. მისი ყოველდღიური ხელფასი 22 ლარია.

პრობაციის ეროვნული სააგენტოს ხელშეწყობით, 2014 წელს უკვე დასაქმდა 141 პირობით მსჯავრდებული.