ლაითური-მერიის დამაკავშირებელი ხიდის მშნებლობაში ორ მილიონზე მეტი   ლარი დაიხარჯება

ლაითური-მერიის დამაკავშირებელი ხიდის მშნებლობაში ორ მილიონზე მეტი ლარი დაიხარჯება

150 მეტრი სიგრძის ხიდის მშენებლობა 2013 წლის 19 სექტემბერს დაიწყო და 2014 წლის 1 მაისს უნდა დასრულებულიყო, თუმცა, მშენებლობის ვადებმა გადაიწია და სარეაბილიტაციო სამუშაოები, სავარაუდოდ, წლის  ბოლოსთვის  უნდა დასრულდეს. 

პროექტირების თანხამ 30000 ლარი შეადგინა.  ჩატარდა დაზიანებული ხიდის დემონტაჟი.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ლაითურისა და მერიის  საავტომობილო ხიდის აღდგენითი  სამუშაოები მუნიციპალიტეტის გამგებელმა მერაბ ჭანუყვაძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ, დავით დარჩიამ და გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის, გუბერნატორის ადმინისტრაციის რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის ხელმძღვანელმა ანი ჩუბინიძემ დაათვალიერეს.  მერია-ლაითურის საავტომობილო ხიდი მუნიციპალიტეტის ორ დიდ სოფელს ქალაქის ცენტრთან აკავშირებს. უკვე მეორე წელია მოსახლეობა დანგრეული ხიდის აღდგენას ითხოვს.

- მიმდინარეობს მერია-ლაითურის  ხიდის მონტაჟი, თურქეთიდან ჩამოვიდა 21 მეტრი სიგრძის რკინა-ბეტონის 28 ტონიანი კოჭი. მშნებლობის ხარისხი პერმანენტულად მოწმდება და მიმდინარეობს შესრულებული სამუშაოების მონიტორინგი. ეს არის   2 335 578 ლარიანი პროექტი, რომელიც მუნიციპალიტეტის ორი სოფლის პრობლემას მოხსნის. სარეაბილიტაციო  სამუშაოებს მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით სააქციო-საზოგადოება "ხიდმშენი" ახორციელებს, - აღნიშნა  ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მერაბ ჭანუყვაძემ.