სააგენტოს სპეციალისტებისათვის ტრენინგი ტარდება

სააგენტოს სპეციალისტებისათვის ტრენინგი ტარდება

სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტო, ევროკავშირის ყოვლისმომცველი ინსტიტუციური განვითარების პროგრამის ხელშეწყობით, სასტუმრო "ბომონდ გარდენში" მართავს ტრენინგს პესტიციდების მდგრადი გამოყენების საკითხებზე.

ტრენინგს ესწრება უნგრეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის კონტროლის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, მცენარეთა დაცვის მთავარი ოფიცერი, რომელიც ქართველ კოლეგებს სამი დღის განმავლობაში ევროსაბჭოს დირექტივით განსაზღვრულ საკითხებს გაუზიარებს. განხილული იქნება პესტიციდების შესასხურებლად გამოყენებული აპარატურის ტექნიკური კონტროლის პროცედურები; წყლის დაცვა გარემოს დამაბინძურებლებისაგან; პესტიციდების მოხმარებისა და გამოყენების წესები; პესტიციდების უარყოფითი გავლენის ინდიკატორები ადამიანის ჯანმრთელობასა და გარემოზე და სხვ.

ტრენინგის მიზანია საქართველოში პესტიციდების მდგრადი გამოყენების საკითხების შესაბამისობაში მოყვანა ევროკავშირის მოთხოვნებთან და სურსათის ეროვნული სააგენტოს ფიტოსანიტარიული დეპარტამენტის თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლება.