სწრაფი კვების ბაზარზე საკვების ონლაინ შეკვეთა ვებ გვერდზე - www.foodpanda.ge - სულ უფრო მოთხოვნადი ხდება. 2014 წლის 17 ნოემბრიდან „ფუდპანდა“ ბათუმშიც გაფართოვდა! ის მოსწონს ყველას - ნებისმიერი პროფესიისა თუ ასაკის ადამიანს, ნებისმიერ გარემოსა თუ გარემოცვაში. განსაკუთრებით კი, როცა ამინდი ხელს არ გვიწყობს - წვიმს, ქარია, თოვს... და როდესაც გარეთ გასვლა გეზარებათ და გსურთ რამე გემრიელი და სასიამოვნო კერძი მიირთვათ შინიდან გაუსვლელად, ოჯახთან და მეგობრებთან ერთად.
„ფუდპანდამ“ ბათუმში უკვე აქტიურად აითვისა რესტორნები, და საკვების შეკვეთის სერვისი უკვე მუშაობს ისეთ წერტილებზე, როგორებიცაა “პრივეტ იზ ბატუმა“, „პორტო ფრანკო“, „ბათუმი პიცა“, „ხინკლის სახლი #1“ და „მარკო პოლო.“ „ფუდპანდა“ მომხმარებელს მარტივ, უსაფრთხო და უზარმაზარ არჩევანს სთავაზობს. სერვისი, რომელსაც საჭმელი თქვენს სახლში ზედმეტი პრობლემების გარეშე მოაქვს, და ელექტრონულ კომერციას ახალ ეტაპზე წევს. საქართველოში „ფუდპანდა“-ს ბიზნეს მოდელს ალტერნატივა არ გააჩნია, და კომპანია ქვეყნის სხვა რეგიონებშიც გეგმავს გასვლას.
"ჩვენ გრძელვადიანად ვართ ამ ბიზნესში, და სადაც შესაძლებლობა გვაქვს, მაქსიმალურად ვფართოვდებით. ეს ჩვენი პირველი ნაბიჯია დასავლეთ საქართველოში და უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბათუმის სტარტმა წარმატებით ჩაიარა, და უკვე ვგეგმავთ ჩვენს იქაურ რესტორანთა ქსელის გაფართოებას. ამ ეტაპზე პერსპექტივაში გვაქვს ქუთაისის ათვისებაც, მაგრამ ახლო მომავალში ფოკუსირებულები ვართ თბილისისა და ბათუმის განვითარებაზე" - განმარტავს „ფუდპანდას“ დირექტორი საქართველოში გიგა ქერქაძე.