„ჰუავეი საქართველომ“ მსოფლიოში პირველი 8 ბირთვიანი 4G LTE სმარტფონის - Huawei Honor 6 მომხმარებელს ოფიციალურად წარუდგინა.
სმარტფონების მწარმოებელი ჩინური გიგანტი კომპანია და წარმატებული ბრენდი Huawei მომხმარებელს კვლავინდებურად ანებივრებს და ქართულ ბაზარზე ახალი მოდელი Huawei Honor 6 შემოაქვს. Honor 6-ის მიზანია ყველასთვის ხელმისაწვდომი გახადოს თანამედროვე სმარტფონის უახლესი ტექნიკური შესაძლებლობები. Honor 6 შექმნილია მამაცი, ახალგაზრდა თაობისთვის, რომელსაც არ ეშინია იფიქროს განსხვავებულად და შეცვალოს ყოველდღიურობა.
ზურა ვასაძე, „ჰუავეი საქართველოს წარმომადგენელი“: „ 8 ბირთვიანი 4G LTE სმარტფონი - Huawei Honor 6 უკვე საქართველოშია. ეს არის ერთგვარი ფლაგმაი მოდელი, რომელიც უკვე იყიდება „ალტას“ მაღაზიათა ქსელში. ასეთი ხელმისაწვდომ ფასად ასეთი ტექნიკური შესაძლებლობის მქონე ტელეფონი ჯერ მსოფლიო ბაზარზე არ ყოფილა.“
„ძალიან კომფორტული, იოლად გასაგები და რაც მთავარია ხელმისაწვდომი...“ - ასე ახასიათებს 4G Cat6 სმარტფონს Huawei Honor 6-ს პირველი მყიდველი საქართველოში ხათუნა ლომიძე.
Huawei-ს ახალი მოდელის Honor 6-ის 6 ძირითადი მახასიათებელი და უპირატესობა, რომელიც აღნიშნულ მოდელს უნიკალურს ხდის.
Honor 6 არის პირველი 4G Cat6 სმარტფონი მსოფლიოში, რომელსაც აქვს 8 ბირთვიანი.
Honor 6-ს გააჩნია 3 გბ ოპერატიული მეხსიერება.
Honor 6 -ის გამძლეობა - 3100 მილი ამპერი საათში. Honor 6-ის ელემენტი 2-3 დღის განმავლობაშია მუშამდგომარეობაში, რაც ნამდვილად ფანტასტიკური მაჩვენებელია.
Honor 6 -ს გააჩნია უსწრაფესი ტექნოლოგია - ინერტულ რეჟიმში მყოფ ტელეფონზე კამერის ჩართვიდან პირველი ფოტოს გადაღებამდე მხოლოდ 0.6 წამია საჭირო! ტელეფონს გააჩნია ორი: 13 მეგაპიქსელიანი მთავარი და 5 მეგაპიქსელიანი წინა კამერა.
Honor 6 Full HD, 445ppi 5 ინჩიანი ეკრანით, რომელიც მას განუმეორებელს ხდის თამაშებისთვის და ვიდეოებისთვის
Honor 6-ს გააჩნია მე-4 თაობის LTE 4G ინტერნეტის მხარდაჭერა. რაც ნიშნავს,საქართველოში 4G ინტერნეტის დანერგვის შემდეგ, Honor 6-ის მეშვეობით თქვენ გექნებათ საშუალება წამში 300მბ/წმ-მდე სიჩქარით „ისერფინგოთ“ ინტერნეტში.
Huawei Technologies Co. Ltd. არის ჩინური მულტინაციონალური ქსელური და სატელეკომუნიკაციო კორპორაცია. კომპანია 1988 წელს დაარსდა. დღეისათვის კომპანია ჰუავეი წარმოდგენილია 130-ზე მეტ ქვეყანაში, 140,000 თანამშრომლის სახით, რომელთა 46% ტექნოლოგიური განვითარების კუთხით კვლევებზე მუშაობს. სატელეკომუნიკაციო ბაზარზე, 2G/3G მობილურ ტექნოლოგიებში, ჰუავეი წამყვან სამეულში შედის, ხოლო ფიქსირებულ, ოპტიკურ-სატრანსმისიო და CDMA/WiMax ტექნოლოგიებში ჰუავეი პირველ ადგილზეა. მსოფლიოს 50 უდიდესი მობილური ოპერატორებიდან 45 კომპანია ჰუავეის პროდუქტებითა და სერვისებით სარგებლობს. ჰუავეის არის პირველი ჩინური კომპანია, რომელიც შევიდა მსოფლიოს 100 საუკეთესო ბრენდებს შორის.