რაჭაში ვაშლის რეალიზაციის პროგრამა დასრულებულია

რაჭაში ვაშლის რეალიზაციის პროგრამა დასრულებულია

რაჭაში არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშემწყობი პროგრამა დასრულებულია. ფერმერებმა სულ 316 ტონამდე არასტანდარტული ვაშლი ჩააბარეს. რაჭაში სუბსიდიამ  25 ათას 273 ლარი შეადგინა.

არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშემწყობი პროგრამა გრძელდება შიდა ქართლში. 20 ნოემბრის მონაცემებით საწარმოებმა ფერმერებისგან  40 771 ტონა ვაშლი ჩაიბარეს.

არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშემწყობ ღონისძიებაში მონაწილეობას შიდა ქართლის ხუთი საწარმო იღებს: შპს „გეოფრუტი“, შპს „ნატურალ 7“, შპს „ბიოჯუსი“, შპს „სამეგობრო“ და შპს „ჯეოკონცენტრანტი“.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტომ არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშემწყობი ღონისძიება სექტემბერში დაიწყო. პროექტის ფარგლებში, ხილის გადამამუშავებელი კომპანიები, რომლებიც მეხილეობის სფეროში დასაქმებული ფიზიკური პირებისგან 1 კგ. არასტანდარტულ ვაშლს არანაკლებ 10 თეთრად შეისყიდიან, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო 1 კგ არასტანდარტულ ვაშლზე 8 თეთრის ოდენობის სუბსიდიას გასცემს.