კომპანია „რუსთავის წყალი" ხრამის სათავო ნაგებობიდან გამომავალ წყალსადენის მაგისტრალურ მილზე კომპლექსური ტექნიკური სამუშაოების ჩატარებას გეგმავს. 800 მმ-იან მაგისტრალზე, რომლის მეშვეობით ქ. რუსთავი და გარდაბნის რაიონული ცენტრი სასმელი წყლით მარაგდება, კომპანია საავარიო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს ხვალ დილიდან, ჩაატარებს.
სამუშაოების ჩატარების მიზნით, ხვალ, 19 ნოემბერს, 10:00 საათიდან, წყალმომარაგება შეუწყდება:
ქ. რუსთავის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროზე მცხოვრებ მოსახლეობას, წარმოება-დაწესებულებებს, საავადმყოფოებს და სხვა ობიექტებს
გარდაბნის რაიონულ ცენტრს.
წყალმომარაგების სრულად აღდგენა მოხდება, ტექნიკური სამუშაოების დასრულებისთანავე, 20 ნოემბერის დილის 06:00 საათიდან.
კომპანია „რუსთავის წყალი" შეეცდება სამუშაოები შესაძლებლად მოკლე დროში დაასრულოს და წყალმომარაგების შეწყვეტით გამოწვეული დისკომფორტი შეძლებისდაგვარად შეამციროს.