დღეს, 17 ნოემბერს, „ტყის კვირეულს“ ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლამ უმასპინძლა, რომლის ფარგლებშიც მოსწავლეებისთვის ეკო-გაკვეთილი გაიმართა . WWF-ის წარმომადგენლები მათ ტყის მნიშვნელობაზე ესაუბრნენ, ასწავლეს როგორ გაუფრთხილდნენ ბუნებას, ხეებს და გარემოს ყოველდღიურ ცხოვრებაში. დასასრულს, ბავშვებმა ტყისა და გარემოს დაცვის თემატიკაზე პრეზენტაციები წარმოადგინეს.
„ბუნების დაცვისა და გაფრთხილების თემას ჩენს სკოლაში, განსაკუთრებით კი დაწყებით საფეხურზე დიდი მნიშვნელობა ენიჭება, WWF-ის დახმარებით ეს პროცესი კიდევ უფრო საინტერესო და სახალისო გახდა ბავშვებისათვის. მოხარულები ვართ, რომ აქტიურად ჩავერთეთ ტყის კვირეულში, „ - აღნიშნა ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლა თბილისის დაწყებითი სკოლის დირექტორმა თამუნა დემეტრაძემ.
„დღეს ტყის კვირეულს ბაქსვუდის დაწყებითი სკოლის მოსაწავლეებმა უმასპინძლეს, პანდასთან ერთად ჩავატარეთ ინტერაქტიული ეკო გაკვეთილი, სადაც ვისაუბრეთ ტყის მნიშვნელობაზე, მის დაცვასა და გაფრთიხლებაზე. მადლობა ბავშვებს, რომლებმაც ტყისა და გარემოს დაცვის თემატიკაზე პრეზენტაციები წარმოადგინეს და შესანიშნავი კითხვებიც დაგვისვეს,“ - განაცხადა WWF -ის კომუნიკაციების მენეჯერმა ანა ცინძცაძემ.
შეგახსენებთ, რომ 15 -23 ნოემბერს, WWF -ის ინიციატივითა და ხელშეწყობით „ტყის კვირეული“ გაიმართება. კვირეულს მასპინძლობს ევროკავშრის მიერ დაფინანსებული რეგიონალური პროექტი „კლიმატის ცვლილებების პირობებში ტყის ეკოსისტემების მდგრადობის ამაღლება სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში“.
კვირეულმა სტარტი წავკისში, თბილისის მერიის გამგებლობაში არსებულ საცდელ სატყეო უბანზე 15 ნოემბერს აიღო. ღონისძიება 2012-2014 წწ-ში გაშენებული ტყის ნარგაობების დათვალიერებასა და წინასწარ განკუთვნილ ტერიტორიაზე ხის ნერგების დარგვას მოიცავდა. ნერგების დარგვის პროცესს მონიტორინგს WWF -ის წარმომადგნლები უწევდნენ.
მედიის გარდა, ტურში ასევე მონაწილეობდნენ თბილისის მერი დავით ნარმანია და მერიის, WWF-ის, საელჩოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, სტუდენტები და სხვა სტუმრები. დასასრულს, ყველა მონაწილეს მადლობის ნიშნად სერთიფიკატი გადაეცათ.
„ტყის კვირეული“ ასევე მოიცავს სხვა მნიშვნელოვან აქტივობებს:
20 ნოემბერს, „ტყის კვირეულს“ „ბუკიას ბაღი“ უმასპინძლებს, რომლის ფარგლებშიც მოზარდებისთვის გაიმართება ეკო-გაკვეთილები. მათ მიეწოდება ყველა საჭირო ინფორმაცია, თუ როგორ გაუფრთიხლდნენ ბუნებას, ხეებს და გარემოს. პატარებისთვის კი გაიმართება ფოკუსების შოუ. ღონისძიების სპეციალური სტუმრები იქნებან „თბილისის მწვანე სკოლისა“ და მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის გეოეკოლოგიის წრის მოსწავლეები.
21 ნოემბერს, ბრენდირებული ავტობუსით პანდები და პრომო გოგონები ბუშტებით ხალხმრავალ ადგილებში (თავისუფლების მოედნიდან - ზოოპარკამდე) იმოძრავებენ. გაჩერებებზე გოგონები ბავშვებს აცნობენ „ტყის კვირეულის“ შესახებ და მოუწოდებენ ბუნების დაცვისკენ.
22 ნოემბერს, „ტყის კვირეულს“ ხაშური უმასპინძლებს. ქალაქის სატყეო საცდელი ნაკვეთის ტერიტორიაზე გაიმართება ტური ბლოგერებისა და მედიის წარმომადგენლებისთვის. მათთან ერთად, ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ ხაშურის მუნიციპალიტეტისა და ადგილობრივი სკოლის მე-11 კლასის მოსწავლეები. ტურის ყველა მონაწილე სპეციალურ ტერიტორიაზე დარგავს ხეს. დასასრულს, აღნიშნულ ადგილს მიენიჭება ახალი სახელი და ყველა მონაწილეს მადლობის ნიშნად ტურში სტუმრობისთვის გადაეცემა სერტიფიკატი.
23 ნოემბერს, „ტყის კვირეულს“ ზოოპარკი უმასპინძლებს. გაიმართება „ეკო გაკვეთილი“, რომლის ფარგლებშიც მოხდება ხის დარგვის იმიტირება და სწავლება. მოსულ სტუმრებს სპეციალისტი გააცნობს თუ როგორ ხდება ხის ნერგის დარგვის პროცესი, მისი მოვლა, როგორ მოუფრთხილდნენ ხეს, მცენარეებს და ტყეს. მხატვრები ბავშვებს და სხვა მსურველებს სახეზე დაახატავენ პანდა-ტატუს, შესაბამისად, ისინი ავტომატურად ხდებიან „ტყის კვირეულის“ მონაწილენი. პატარებს გაართობენ სპეციალურად კვირეულისთვის მოწვეული „ქუჩის თეატრის“ მსახიობები, ოჩოფეხიაბიანი კლოუნები და ანიმატორები.
18 ნოემბერს არ გაგიკვირდეთ თუ საზოგადოებრივ ტრანსპორტში პანდა დაგემგზავროთ. ის დაგიტოვებთ სპეციალურ შეტყობინებას, რომ არ გამოგრჩეთ ზემოთ აღნიშნული არცერთი აქტივობა. 19 ნოემბერს, ესტუმრეთ მეტრო „თავისუფლების“ მიმდებარე ტერიტორიას თქვენც აღმოაჩინეთ „დამალული პანდა“ და გახდი კვრეულის აქტიური მონაწილე.
კვირეულის განმავლობაში WWF-ის წარმომადგენლები მედიასთან შეხვედრას გამართავენ, სადაც ტყის სერთიფიცირების FSC-ის შესახებ ისაუბრებენ, გააცნობენ მის არსსა და საჭიროებას.
„ტყის კვირეულის“ პარტნიორია თბილისის მერია. საინფორმაციოა მხარდამჭერები არიან „პალიტრა მედია“, „ITV ჯგუფი“, გაზეთი „Caucasian Business Week”, „ფოკუს ტვ“ და ჟურნალი „ფოკუსი“. საკომუნიკაციო კაპმანიას უზრუნველყოფს პიარისა და მარკეტინგული კომუნიკაციების კომპანია „ჯეპრა“.