ბიზნესის ჩემპიონთა „ვერცხლის ლიგის" მესამე ტურის ერთ-ერთი მორიგი შეხვედრა ისევ „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" საფეხბურთო გუნდის გამარჯვებით დასრულდა. GWP-ის გუნდმა, ამჯერად, დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრის ფეხბურთელებს სძლია. მატჩი, რომელიც ჯემალ ცერცვაძის სახ. ხელბურთის აკადემიაში შედგა, GWP-ის გამარჯვებით, 11-1 დასრულდა. „ვერცხლის ლიგის" მესამე ტურში გამორჩეულად საინტერესო სწორედ ამ ორი დაუმარცხებელი გუნდის დაპირისპირება იყო.
ჩატარებული სამი ტურის შედეგების მიხედვით, სატურნირო ცხრილში ერთპიროვნული ლიდერი „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" გუნდია. ჩემპიონის ტიტულისთვის ასპარეზობა გრძელდება, ტურნირის მორიგი თამაშები, მიმდინარე კვირის ბოლოს გაიმართება.
ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2014-2015 წლების სეზონის „ვერცხლის ლიგის" შეხვედრები 19 ოქტომბრიდან დაიწყო.