გოჩა ცოფურაშვილი ბელარუს კოლეგას შეხვდა

გოჩა ცოფურაშვილი ბელარუს კოლეგას შეხვდა

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გოჩა ცოფურაშვილი ბელარუსის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეს, ვლადიმერ გრაკუნს შეხვდა.

ქალაქ მინსკში, სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ ოფიციალურ შეხვედრაზე ყურადღება ორ უწყებას შორის მჭიდრო თანამშრომლობის საკითხებზე  გამახვილდა. გოჩა ცოფურაშვილმა კოლეგას საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ განხორციელებული და დაგეგმილი პროექტების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.  

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, მნიშვნელოვანია თანამშრომლობა ისეთ მიმართულებებით, როგორებიცაა მეთევზეობის განვითარება, კარტოფილის წარმოება და სამელიორაციო სისტემების რეაბილიტაცია. ბელარუსის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის განცხადებით, სოფლის მეურნეობის დარგის განვითარებისთვის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ფუნქციონირებას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.

შეხვედრაზე გადაწყდა, რომ საქართველო და ბელარუსი აქტიურად ითანამშრომლებენ  აგარარულ დარგში როგორც სამეცნიერო-კვლევითი, ასევე  სტუდენტებისა და სპეციალისტების მომზადების მიმართულებით.

ბელარუსის სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებმა სამომავლოდ აგროგამოფენაში, რომელიც საქართველოში  ყოველწლიურად იმართება, მონაწილეობის სურვილიც გამოთქვეს.