საქართველოს გაერთიანებული სამელიორაციო სისტემების კომპანიის დირექტორმა, ლევან დვალმა, შიდა ქართლის გუბენრატორ, ზურაბ რუსიშვილთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე იმსჯელეს მხარეში მიმდინარე პროექტებზე, რომელსაც კომპანია ახორციელებს. მხარეებმა ისაუბრეს ტირიფონის სარწყავი სისტემის რეაბილიტაციასა და ნადარბაზევის ტბის მეშვეობით სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობების გასარწყავებაზე.
საქართველოს გაერთიანებული სამელიორაციო სისტემების კომპანია, სამელიორაციო სისტემებზე არსებული პრობლემების მოსაგვარებლად, შიდა ქართლში მასშტაბურ პროექტების ახორციელებს. რეაბილიტაცია უტარდება სიონის მაგისტრალურ არხს , სასირეთის, ჩოჩეთის , ჭალის არხებს, შუა უბნის და კოდის სარწყავი სისტემებს, ტირიფონის მაგისტრალურ არხს. სოფ. დვანის სავარგულების მოსარწყავად მიმდინარეობს სალთვისის სარწყავი სისტემის გამანაწილებლების სკრა-ქარელის მაგისტრალურ არხზე მოწყობილი ხვედურეთის სატუმბი სადგურის აღდგენა-რეაბილიტაცია, სოფელი ზემო ხვედურეთის და სტიქიის შედეგად, სოფელ ჭანდარში გადმოსახლებული მოსახლების სავარგულების წყალუზრუნველსაყოფად, კასპის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სრულდება თეზი-ოკამის სარწყავი სისტემის მაგისტრალურ არხზე ფილტრაციის საწინააღმდეგო ღონისძიებები. რეაბილიტაცია უტარდება კავთისხევის I და II აწევის სატუმბო სადგურის შენობების ელექტრო-მექანიკური მოწყობილობების სადაწნევო მილსადენს.