12 ნოემბრის მონაცემებით საწარმოებმა ფერმერებისგან 34821 ტონა არასტანდარტული ვაშლი ჩაიბარეს. არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშემწყობ ღონისძიებაში მონაწილეობას შიდა ქართლის ხუთი საწარმო იღებს: შპს „გეოფრუტი“, შპს „ნატურალ 7“, შპს „ბიოჯუსი“, შპს „სამეგობრო“ და შპს „ჯეოკონცენტრანტი“, ხოლო რაჭაში შპს „GEO-FLOWER“. პროგრამის ფარგლებში საწარმოებმა სუბსიდიის სახით 2 მილიონ 676 ათასი ლარი მიიღეს. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტომ არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშემწყობი ღონისძიება სექტემბერში დაიწყო. პროექტის ფარგლებში, ხილის გადამამუშავებელი კომპანიები, რომლებიც მეხილეობის სფეროში დასაქმებული ფიზიკური პირებისგან 1 კგ. არასტანდარტულ ვაშლს არანაკლებ 10 თეთრად შეისყიდიან, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო 1 კგ არასტანდარტულ ვაშლზე 8 თეთრის ოდენობის სუბსიდიას გასცემს.არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის პროექტის ბიუჯეტი 3 000 000 ლარს შეადგენს. აღნიშნული პროექტის განხორციელება საქართველოში მეხილეობის დარგის განვითარებას შეუწყობს ხელს.