შაბათს, 8 ნოემბერს კომპანია „რიჩ მეტალს გრუპის (არემჯი)“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინიციატივითა და ორგანიზებით გაიმართა სპეციალური საინფორმაციო ტური სტუდენტებისთვის საყდრის-ყაჩაღიანის ობიექტზე. ღონისძიება მოეწყო საყდრის-ყაჩაღიანის ობიექტის გარშემო შექმნილი მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის დაკმაყოფილების მიზნით. კომპანია „არემჯის“ ახალი საკომუნიკაციო ხედვა გულისხმობს სხვადასხვა სოციალური ჯგუფებთან გახსნილი კომუნიკაციისა და დიალოგის წარმოებას, როგორც საყდრისი-ყაჩაღიანის, ასევე საზოგადოებისთვის სხვა საინტერესო საკითხებზე.
მაღაროებში გიდობა გეოლოგებმა ითავეს. სტუდენტებს მათ ის გვირაბები აჩვენეს, რომლებიც 80-იან წლებში გაიყვანეს. ასევე, ნაპრალები, რომლებიც არქეოლოგების ერთი ნაწილის მტკიცებით, პრეისტორიულ მაღაროს წარმოადგენდა. ამ დროისთვის საყდრისი-ყაჩაღიანის მაღაროს სადავო ტერიტორიაზე, რომელიც ეგრეთ წოდებული საყდრისის მცველების მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშაა, სამუშაოები არ მიმდინარეობს.