სამების საკათედრო ტაძრში მსჯავრდებულთა ნამუშევრების გამოფენა გაიმართება

სამების საკათედრო ტაძრში მსჯავრდებულთა ნამუშევრების გამოფენა გაიმართება

24 ოქტომბერს, 14:00 საათზე, თბილისში, სამების საკათედრო ტაძრის ახალგაზრდული ცენტრის საგამოფენო დარბაზში, გაიმართება მსჯავრდებულთა ნამუშევრების გამოფენა, სახლწოდებით „ცხოვრება გრძელდება“

 გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება 57 მსჯავრდებულის 100-ზე მეტი ნამუშევარი, როგორც მხატვრობაში, ისე გამოყენებითი ხელოვნების სხვადასხვა მიმართულებით. გარდა ამისა, გამოიფინება მსჯავრდებულების მიერ შექმნილი ლიტერატურული ნაწარმოებები, როგორც პოეზიის, ისე პროზის ნიმუშები.

 გამოფენა იმართება მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში, სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროს, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ორგანიზებითა და საპატრიარქოსთან არსებული „ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის“ მხარდაჭერით

გამოფენის მიზანია საზოგადოებისათვის მსჯავრდებულთა შემოქმედების გაცნობა და ინფორმირებულობის ხარისხის ამაღლება, რათა ხელი შეეწყოს ტოლერანტული დამოკიდებულებების გაჩენასა და მსჯავრდებულთა სრულფასოვან რესოციალიზაციას.

გამოფენას დაესწრებიან სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი გიორგი მღებრიშვილი, საჯარო უწყებების, საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები, ასევე მსჯავრდებულთა ოჯახის წევრები.