კომპანიის კორპორაციული კომუნიკაციების მენეჯერი თინათინ შიშინაშვილი აცხადებს, რომ პროექტი საქართველოში ინვესტიციების შემოტანას შეუწყობს ხელს.
„კომპანია „Hualing Group" საინვესტიციო კორპორაციაა, რომელიც თბილისის ზღვის ტეროტორიაზე, ვაზისუბნისა და ვარკეთილის მიმდიბარედ ახალ დეველოპერულ პროექტს ავითარებს. პროექტის პირველი ეტაპი ოლიმპიურ სოფელს და სავაჭრო ცენტრს მოიცავს. ოლიმპიური სოფელი თბილისი 2015-ის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს უმასპინძლებს. ჩვენი ვალდებულებაა ოლიმპიური სოფელი დავასრულოთ, რომელიც შემგდომში დროებით მერიას გადაეცემა. ასევე სავაჭრო ცენტრის „თბილისის ზღის პლაზა" მშენებლობა უნდა დასრულდეს, რომელიც ამავე ტერიტორიაზე, ვაზისუბნის მხარეს მდებარეობს. სავაჭრო ცენტრის მთლიანი მოცილობა 300 000 კვადრატულ მეტრს შეადგენს, მაგრამ ამ ეტაპისთვის პირვლი ნაწილი, ანუ 12 პავილიონია დასრულებული. 12 პავილიონში წარმოდგენილი იქნება თურქული, ჩინური, ცენტრალური აზიის და სხვა ქვეყნების ნაწარმი, ეს იქნება საბითუმო და საცალო ვაჭრობის ცენტრი. 21 ივნისს „თბილისის ზღის პლაზა" იხსნება. დღეისათვის, ჩინეთიდან საქართველოში განხორციელებულ საინვესტიციო პროექტებს შორის, ჰუალინგ ჯგუფის მიერ ჩადებულია ყველაზე მეტი ინვესტიცია, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის განვითარებისთვის. 21 ივნისს, პლაზის გახსნის პარალელურად, საექპორტო საქონლის საერთაშორისო გამოფენა გაიხსნება. გამოფენაზე ასევე მონაწილეობას იღებენ ადგილობრივი და უცხოური ბრენდები: ქრონოგრაფის საათები და საიუველირო ნაწარმი, სვაროვსკი, ვილეროი & ბოხი, რონიკო, ართთაიმი, ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო, სალამანდრა, სარაჯიშვილი, ბარამბო და ღვინის ბრენდები", - განაცხადა შიშინაშვილმა.
მისი თქმით, ეს პროექტი საქართველოში ინვესტიციების შემოტანას შეუწყობს ხელს.
„ცენტრი გათვლილია ამიერკავკასიაში რეგიონალური მნიშვნელობის გახდეს. ცენტრის მიმდებარედ ინფრასტრუქტურა რეექსპორტისათვის, საბაჟო საწყობი მოეწყობა, რაც სხვადასხვა ქვეყნებიდან დაინტერესებულ პირებს აუცილებლად მოიზიდავს. ადგილზე წარმოდგენილი იქნება თვითან მწარმოებლის მიერ ჩამოტანილი ნაწარმი, ფასები იქნება ბევრად უფრო კონკურენტუნარიანი", - აღნიშნა შიშინაშვილმა.
ცნობისთვის, „თბილისის ზღვის პლაზა"-ს გახნას ეკონომიკის მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩი საქართველოში, საქართველოს ელჩი ჩინეთში და ასევე სხვა ოფიციალური პირები და ბიზნესმენები დაესწრებიან.