სასჯელაღსრულების N5 დაწესებულებას საბიბლიოთეკო ინვენტარი გადაეცა

სასჯელაღსრულების N5 დაწესებულებას საბიბლიოთეკო ინვენტარი გადაეცა

უფლებამოსილების ვადის ამოწურვასთან დაკავშირებით, ნორვეგიის ელჩმა ერლინგ სკიონსბერგმა, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრ სოზარ სუბართან ერთად, სასჯელაღსრულების N5 დაწესებულების ბიბლიოთეკა მოინახულა და ნორვეგიის მთავრობის სახელით, ბიბლიოთეკაში განთავსებული ინვენტარი ოფიციალურად გადასცა. ღონისძიებას ბიბლიოთეკის პროექტის ხელმძღვანელი და  საელჩოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ნორვეგიის ელჩის განცხადებით, სასჯელაღსრულების N5 დაწესებულების ბიბლიოთეკა საქართველოს და ნორვეგიის მთავრობების თანამშრომლობის ნათელი მაგალითია.

სასჯელაღსრულოებისა და პრობაციის მინისტრმა სოზარ სუბარმა  ნორვეგიულ მხარეს საქართველოში განხორციელებული არაერთი მნიშნელოვანი პროექტისათვის  მადლობა გადაუხადა.

სასჯელაღსრულების N5 დაწესებულების ბიბლიოთეკის პროექტი ნორვეგიის კანონის უზენაესობის მრჩეველთა მისიის და ნორვეგიის მთავრობის დაფინანსებითა და ოსლოს, დაიშმანის სახელობის ბიბლიოთეკის მხარდაჭერით  განხორციელდა. ბიბლიოთეკაში განთავსებულია მედიათეკაც, წიგნების რაოდენობა კი 8000-ზე მეტია. წიგნების შერჩევისას გათვალისწინებულ იქნა ეთნიკური უმცირესობების კულტურულ-საგანმანათლებლო საჭიროებები. ამდენად, წიგნები, როგორც ქართულ და ინგლისურ, ასევე რუსულ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე მოიპოვება.