თვითმმართველობის არჩევნებში კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“ რეგიონებში ყველაზე კარგი შედეგი დედოფლისწყაროში მიიღო. ცესკოს წინასწარი მონაცემებით, რომელიც დედოფლისწყაროს ოლქის ყველა უბნის შედეგებს ეყრდნობა, სახელისუფლებო ძალამ ამომრჩეველთა ხმების 84,46% მოიპოვა.
დედოფლისწყაროში პროპორციულ არჩევნებში მეორე ადგილზე „ნაციონალური მოძრაობაა“ – 9,51%-ით, 2,13%-ით არის განსაზღვრული დედოფლისწყაროელთა სიმპათია ლეიბორისტული პარტიის მიმართ, ნინო ბურჯანაძის პარტიამ კი კენჭისყრაში მონაწილე ამომრჩევლების ხმათა 2,9% მიიღო.
დედოფლისწყაროში პარტის რეიტინგზე რამდენიმე პროცენტით მეტი მხარდაჭერა აქვს „ქართული ოცნების“ გამგებლობის კანდიდატს - ნიკოლოზ ჯანიაშვილმა ამომრჩეველთა ხმების 87,86% დააგროვა, 10,2% მიიღო „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა ემზარ ჯანაშვილმა. ხოლო, არასაპარლამენტო ოპოზიცია - „კუკავა, ჩიხრაძის“ გამგებლობის კანდიდატის მხარდაჭერა რაიონში 1,94%-ით განისაზღვრა.