პენიტენციურ სისტემაში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მშვიდ გარემოში მიმდინარეობს. ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში აკრედიტებული მედიასაშუალებების წარმომადგენლები გლდანის N8, ბათუმის N3 და ქუთაისის N2 სასჯელაღსრულების დაწესებულებებში საარჩევნო პროცესის მიმდინარეობას პირადად დაესწრნენ.
მედიის სამუშაო პროცესი პატიმრობის კოდექსის მე-60 მუხლის მეოთხე ნაწილის მოთხოვნათა დაცვით წარიმართა, რომლის თანახმად მსჯავრდებულის ან ბრალდებულის გადაღება და ჩაწერა მხოლოდ მისი თანხმობის შემთხვევაშია შესაძლებელი.
დაწესებულებების ადმინისტრაციამ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე ორი კვირით ადრე გააფრთხილა ყველა მსჯავრდებული და მსჯავრდებული, მოეწესრიგებინათ დოკუმენტაცია. ამ პერიოდის განმავლობაში მათ საშუალება ჰქონდათ ოჯახის წევრებისთვის ეთხოვათ პირადობის დამადასტურებელი მოწმობების მიწოდება.
სასჯელაღსრულების სისტემაში სულ 8 საარჩევნო უბანი გაიხსნა, ხმის მიცემის უფლება მიმდინარე არჩევნებისთვის 521 მსჯავრდებულს და ბრალდებულს აქვს. კანონის მიხედვით, საარჩევნო უფლებით სარგებლობს მსჯავრდებული, რომელიც სასჯელს ნაკლებად მძიმე დანაშაულისთვის, 5 წლამდე ვადით იხდის.