სასჯელაღსრულების დაწესებულებები არჩევნებისთვის მზად არიან

სასჯელაღსრულების დაწესებულებები არჩევნებისთვის მზად არიან

სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტრო პენიტენციურ სისტემაში არჩევნების ჩატარებისათვის სრულ მზადყოფნას გამოთქვამს.  არჩევნების დღეს პენიტენციურ სისტემაში შესვლისა და არჩევნების მიმდინარეობის პროცესზე დაკვირვების შესაძლებლობა ექნება  ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში აკრედიტებულ ყველა მედიასაშუალებას და დამკვირვებელს.

მედიასაშუალებების წარმომადგენლებს აუდიო-ვიდეო და ფოტოგადაღების განხორციელების უფლება მხოლოდ საარჩევნო უბნისთვის გამოყოფილ ტერიტორიაზე ექნებათ. აღნიშნული გადაღება პატიმრობის კოდექსის მე-60 მუხლის მეოთხე ნაწილის მოთხოვნათა დაცვით უნდა განხორციელდეს. კერძოდ, მსჯავრდებულის გადაღება და მასთან ინტერვიუს ჩაწერა   მხოლოდ მისი თანხმობითაა შესაძლებელი.

სასჯელაღსრულების მთელ სისტემაში 8 საარჩევნო უბანი გაიხსნება, ხმის მიცემისუფლებით საარჩევნოდ 521 მსჯავრდებული ისარგებლებს. საარჩევნო უფლებით სარგებლობს მსჯავრდებული, რომელიც სასჯელს იხდის 5 წლამდე ვადით, ნაკლებად მძიმე დანაშაულისთვის.