სწრაფი კვების ბაზარზე საკვების ონლაინ შეკვეთა სულ უფრო მოთხოვნადი ხდება. ქართულ ბაზარზე გერმანული ბრენდი foodpanda გამოჩნდა, რომელიც მომხმარებლის სწორედ ამ მოთხოვნას პასუხობს. foodpanda-ს ბიზნეს მოდელს საქართველოში ალტერნატივა არ გააჩნია.
foodpanda მომხმარებლის მოთხოვნებზე ორიენტირებული კომპანიაა, რომელიც ისეთი თანამედროვე ტექნოლოგიური სიახლის გამოყენებით, როგორიცაა მობილური აპლიკაცია, საკვების შეკვეთას ბევრად უფრო მარტივსა და სახალისოს ხდის, რაც მომხმარებლის მაქსიმალურ კომფორტს განაპირობებს. შეკვეთის მობილურიდან გაკეთება და foodpanda-ს განახლებული smartphone აპლიკაციის გადმოწერა უკვე შესაძლებელია.
გამარტივებული ფორმით 50-ზე მეტი კვების ობიექტიდან კერძების შეკვეთა და ადგილზე მიტანა თბილისის, მცხეთისა და რუსთავის მასშტაბით საიტის გარდა( www.foodpanda.ge) განახლებული მობილური აპლიკაციის (iOS, Android, Windows Mobile) საშუალებითაც შეგიძლიათ. აღნიშნული სერვისის მიზანია, დააკმაყოფილოს და ფეხი აუწყოს თანამედროვე ცხოვრების სწრაფ რიტმს. თითქმის ყველა რესტორანს გააჩნია ადგილზე მიტანის სერვისი, foodpanda კი აერთიანებს ამ რესტორნების შემოთავაზებებს ერთ ინტერნეტ სივრცეში და მომხმარებელს შესაძლებლობას აძლებს მარტივად და სწრაფად მოახდინოს საკვების არჩევა და შეკვეთა!
შეკვეთის პროცესი მარტივია: ხსნით foodpanda-ს მობილურ აპლიკაციას. შემდეგ უთითებთ თქვენს ქალაქს და უბანს, ირჩევთ რესტორანს, ირჩევთ კერძ(ებ)ს, ასრულებთ შეკვეთას და ელოდებით მოტანას. რაც მთავარია, foodpanda-ზე ყველა ფასი პარტნიორი რესტორნების ფასების ანალოგიურია და მომხმარებელს არ უწევს არანაირი დამატებითი ფასნამატის გადახდა. თანხის გადახდა ამ ეტაპზე კურიერის ადგილზე მოსვლისას ნაღდი ფულით ხდება, მაგრამ უახლოეს პერიოდში დაემატება ონლაინ ბარათით გადახდის ფუნქციაც.
foodpanda, ონლაინ საკვების შეკვეთის სერვისი, რომელიც მსოფლიოს 40-ზე მეტ ქვეყანაშია წარმოდგენილი, წელს უკვე საქართველოშია. გერმანულმა ბრენდმა ქართულ ბაზარზე ოპერირება foodpanda Georgia-ს სახელით დაიწყო. foodpanda Georgia გერმანული კომპანია Foodpanda GmbH-ის შვილობილია. მისი სათავო ოფისი ბერლინში მდებარეობს, საიდანაც ყველა ქვეყნის საქმიანობის კოორდინირება ხორციელდება. Foodpanda-ს დამფუძნებელია მსოფლიოში ყველაზე დიდი ინტერნეტ ინკუბატორი Rocket Internet, რომლის პორტფოლიოც მთელი მსოფლიოს მასშტაბით 100-ზე მეტ წარმატებულ ონლაინ ბიზნესს მოიცავს.