8 ივნისს, თბილისის სახელმწიფო უნივერსისტეტში, „წყალი მარგებელის“ მხარდაჭერით, ინტელექტისა და განათლების საერთაშორისო სკოლამ ISIE-მ ჩაატარა სტუდენტური კონფერენცია თემაზე „სტუდენტური გამოწვევები“.
კონფერენციაში 5 სხვადასხვა უნივერსიტეტის 100 მდე სტუდენტი მონაწილეობდა და შემდეგ თემებს მოიცავდა:
სტუდენტის მოლოდინები და საუნივერსიტეტო რეალობა
სტუდენტის მოთხოვნები და უნივერსიტეტის გარემო/რესურსები
უნივერსიტეტში არსებული პრობლემები და მათი გადაჭრის გზები
25 მომხსენებელს საშუალება ჰქონდა 7 წუთის განმავლობაში საკუთარი ნაშრომები აუდიტორიისთვის წარედგინათ. ISIE საქართველოსა და საზღვარგარეთ ახალგაზრდებისათვის ქმნის დამატებით სივრცეს, რომელიც უნივერსიტეტში მიღებულ განათლებას მატებს საჭირო გამოცდილებას, რათა თაობებმა შეძლონ საზოგადოებისათვის სასარგებლო პროცესების ინიცირება და განხორციელება.
ISIE-ს ვიცეპრეზიდენტის გვანცა ჩიტიაშვილის თქმით: "ინტელექტისა და განათლების საერთაშორისო სკოლა ISIE-ს ორგანიზებით ჩატარდა სტუდენტური კონფერენცია "სტუდენტური გამოწვევა", რომელშიც მონაწილეობა მიიღო 25 მა მომხსენებელმა. კონფერენცია შეეხებოდა საუნივერსიტეტო გარემოს და მომხსენებლებმა ისაუბრეს მათი მოლოდინის შესახებ უნივერსიტეტში ჩაბარებამდე, სტუდენტურ გამოწვევასა და პრობლემებზე და არსებულ საუნივერსიტეტო რესურსებსა და რეალობაზე“.
„საქართველოში განათლების სისტემის მდგომარეობა და დახმარება ჩვენი კომპანიისთვის ყოველთვის პრიორიტეტი იყო, ეს ეხება როგორც სასკოლო განათლებას ასევე უმაღლეს განათლებასაც, ამის ნათელი მაგალითია „წყალი მარგებელის“ პროექტი განათლებული მომავლისათვის, რომელსაც უკვე მეორე წელია ვახორციელებთ. ასევე ამ შემთხვევაში ჩვენ სიამოვნებით მივიღეთ სტუდენტების ინიციატივა და შემოთავაზება ჩავრთულიყავით ამ პროექტში. „წყალი მარგებელი“ მომავალშიც
აქტიურად შეეცდება მხარი დაუჭიროს მსგავსს იდეებს და ხელი შეუწყოს სტუდენტებში საკითხის კრიტიკული განხილვისა და ანალიზის უნარის ჩამოყალიბებას“ - აცხადებს კომპანიის საზოგადოებასთან ურთერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ვიქტორია ჟიჟკო