სასჯელაღსრულების N5 (ქალთა) დაწესებულებაში, მსჯავრდებულების ინიციატივითა და ადმინისტრაციის ორგანიზებით, ირაკლი ჩარკვიანის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა, რომელსაც ქეთათო და გელა ჩარკვიანი დაესწრნენ.
საღამოზე, რომელსაც მსჯავრდებულებმა „ჩვენ გადავცურავთ ზღვას“ უწოდეს, ქალბატონებმა ირაკლი ჩარკვიანის შემოქმედებასთან ერთად, მისი მეგობრებისა და ახლობლების მოგონებები, საინტერესო ბიოგრაფიული ფაქტები გაიხსენეს.
ღონისძიების დასასრულს, ქეთათომ და გელა ჩარკვიანმა მსჯავრდებულების შეკითხვებს უპასუხეს და ემოციური საღამოსთვის მასპინძლებს მადლობა გადაუხადეს.