ბოლო წლებში ერთ-ერთ მნიშვნელოვან წამოწყებად უნდა მივიჩნიოთ „წყალი მარგებელის“ მიერ ინიცირებული სოციალური პროექტი „განათლებული მომავლისათვის“, რომელიც განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს საგანმანათლებლო აქტივიზმის გაზრდას საქართველოს რეგიონებში. ამ შემთხვევაში „წყალი მარგებელი“ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მოსწავლეების განვითარებაზე, წინსვლასა და წახალისებაზე ზრუნავს.
ამ მიზნით, კომპანიამ პროექტი „განათლებული მომავლისთვის“ განაახლა და წელს, განათლების სამინისტროს მიერ ჩატარებული ეროვნული ოლიმპიადის შედეგების გათვალისწინებით, „წყალი მარგებლი“ ჩოხატაურის რაიონიდან ინგლისურ ენაში ყველაზე მაღალი მაჩვენებლის მქონე სამ მოსწავლეს დიდ ბრიტანეთში ორიკვირიანი ენის კურსით დააჯილდოვებს. ინგლისური ენის კურსს, ცხოვრებისა და გზის ხარჯებს, ექსკურსიებისა და სხვა სახის აქტივობებს კომპანია დააფინანსებს.
ეროვნული ოლიმპიადის საბოლოო შედეგები უკვე ცნობილია. მარინა კუტუბიძე (47 ქულა), ელისაბენ სიხაურლიძე (36 ქულა) და დიმიტრი კუტუბიძე (32 ქულა) „წყალი მარგებელის“ მხარდაჭერითა და დაფინანსებით ლონდონში ორიკვირიანი ინგლისური ენის ასამაღლებელ კურსებზე გაემგზავრებიან.
გასათვალისწინებელია, რომ იმ მოსწავლეების კონკურსში მონაწილეობის მიუხედავად, რომლებიც უკვე იმყოფებოდნენ კომპანიის მხარდაჭერით დიდ ბრიტანეთში 2013 წელს, მათი შედეგები წელს არ განიხილებოდა. ასპარეზი ამჯერად სხვა ახალბედა წარჩინებულებს დაეთმო.
„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი პროექტების განხორციელება, რადგან სწორედ განათლებულ ინდივიდებს შეუძლიათ შექმნან ფასეულობა საკუთარი ქვეყნისთვის და მათზეა დამოკიდებული ქვეყნის განვითარებაც. წყალი მარგებელი“ უკვე მეორე წელია ახორციელებს პროექტს „განათლებული მომავლისთვის“. წელს, შარშანდელის მსგავსად, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სკოლების სამი მოსწავლე გაემგზავრება 2 კვირით ენის კურსებზე დიდ ბრიტანეთში. ჩვენ ვცდილობთ მაქსიმალურად წავახალისოთ ბავშვები, მივცეთ მათ სტიმული უკეთესად სწავლისა და რაც მთავარია ვაჩვენოთ, რომ მათ შრომა დაუფასებელი არ რჩება. წარმატებას ვუსურვებ ყველა ჩოხატაურელ მოსწავლეს და მოვუწოდებ უფრო იაქტიურონ მომავალ წელს,“ - აღნიშნა „წყალი მარგებელის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა ვიქტორია ჟიჟკომ.