დღეს, 29 აპრილს, 18:00 საათზე, თიბისი არტ გალერეაში
გურამ თიკანაძის ფოტოგამოფენა გაიხსნება
გურამ თიკანაძე ქართული მხატვრული ფოტოგრაფიის ერთ-ერთი ფუძემდებელია.
ლეგენდარული მთამსვლელი და ფოტოგრაფი, 1963 წელს ტრაგიკულად დაიღუპა სვანეთში,
შხარადან დაშვების დროს, 31 წლის ასაკში.
მისი პიროვნული და შემოქმედებითი თვითდამკვიდრება დაემთხვა საბჭოთა დროის ე.წ. “დათბობის” პერიოდს, როდესაც ახალგაზრდა ფოტოგრაფები შეგნებულად უარსამბობენ ინსცენირებული ფოტოგრაფიის კანონებზე, “თავისი დროის” მშრალ ფიქსაციაზე და თამამად ამკვიდრებენ რეპორტაჟულ ფოტოს.
გურამ თიკანაძემ დიდი გავლენა მოახდინა შემდგომი ქართული ფოტოგრაფიის განვითარებაზე.
მან შექმნა ერთგვარი კულტურულ-გენეტიკური ტრადიცია ქართულ ფოტოგრაფიაში და კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა იმაში, რომ დიდი ფოტოხელოვანები, უპირველესყოვლისა დიდი პიროვნებები არიან.
გამოფენაზე წარმოდგენილია გურამ თიკანაძის 90-მდე ფოტო გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმში დაცული ფოტოარქივიდან.
გამოფენა გაგრძელდება 2014 წლის 29 ივნისამდე.
გთხოვთ მობრძანდეთ!
თიბისი არტ გალერეა დამთვალიერებლებს დღეს 18:00 -დან 20:00 საათამდე უმასპინძლებს!