საქართველოს სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ მიმართვასთან დაკავშირებით, სადაც საუბარია ააიპ სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს დირექტორის მიერ სააგენტოს ერთ-ერთი ყოფილი თანამშრომლის უფლებების დარღვევის ფაქტზე, სააგენტო განმარტავს, რომ სააგენტო ვალდებულია გასცეს საჯარო ინფორმაცია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 27-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, მხოლოდ და მხოლოდ სახელმწიფო საბიუჯეტო დაფინანსების ფარგლებში.
რაც შეეხება სააგენტოს მიერ საჯარო სამართლებრივი უფლებამოსილების განხორციელებას, აღსანიშნავია, რომ მას ამგვარი უფლებამისილება არც კანონით, არც მოქმედი წესდებით და არც სამინისტროს რომელიმე ბრძანებით ან გადაწყვეტილებით მინიჭებული არ აქვს. ვინაიდან სააგენტო განკარგავს როგორც საკუთარ, ასევე კერძო წყაროებიდან მიღებულ საგრანტო დაფინანსებისა და საბიუჯეტო სახსრებს, მისი ვალდებულება გასცეს საჯარო ინფორმაცია, განიხილება მხოლოდ და მხოლოდ სახელმწიფო საბიუჯეტო დაფინანსების ფარგლებში.
რაც შეეხება სააგენტოს ყოფილი თანამშრომლის მოთხოვნებს, აღსანიშნავია, რომ არსებობს შრომითი დავა, რომელიც ამ ეტაპზე განიხილება საქართველოს უზენაეს სასამართლოში.