პირველი iPad ბანკი საქართველოში თიბისი ბანკისგან!

პირველი iPad ბანკი საქართველოში თიბისი ბანკისგან!

მათთვის, ვინც სარგებლობს iPad-ით, თიბისი ბანკში სიახლეა. შეიქმნა iPad-ზე მორგებული პირველი ინტერნეტ ბანკი საქართველოში, რომლის საშუალებითაც მომხმარებელს შეუძლია მართოს საკუთარი ფინანსები და მიიღოს უამრავი საბანკო ინფორმაცია ნებისმიერ დროსა და ადგილზე, საკუთარი iPad-დან.

iPad ბანკის აპლიკაცია შქმნილია მსოფლიო ტექნოლოგიური სტანდარტების შესაბამისად და გამოირჩევა თანამედროვე დიზაინით, რომელიც უმარტივებს მომხმარებელს დისტანციურ ურთიერთობას ბანკთან. iPad ბანკს აქვს ყველა ის ფუნქცია, რომელიც თიბისი ბანკის ინტერნეტ ბანკს გააჩნია.

თიბისი ბანკის iPad ბანკით სარგებლობა შესაძლებელია ინტერნეტ ბანკზე რეგისტრირებული სახელითა და პაროლით, საჭიროა მხოლოდ iPad ბანკის უფასო აპლიკაციის ჩამოტვირთვა App Store-დან, რის შემდეგაც საკუთარი ფინანსების მართვა უმარტივესი ხდება.

iPad ბანკის მოხმარება შეუძლიათ როგორც ფიზიკურ, ისე იურიდიულ პირებს. პირველი ქართული აპლიკაცია iPad-ისთვის დღეიდან უკვე ხელმისაზვდომია.