სურსათის ეროვნული სააგენტოს კახეთის რეგიონულმა სამმართველომ საგარეჯოსა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტების სოფლებში ვადაგასული სურსათის რეალიზაციის ფაქტები გამოავლინა.
მონიტორინგი ჩატარდა სოფელ ნინოწმინდაში, არბოშიკსა და ოზაანში. ი/მ "სოლომონ უსტიაშვილის", ი/მ "ნათია როსტომაშვილის", ი/მ "შოთა ბატიაშვილის", ი/მ "ვასილ ალუღიშვილისა" და ი/მ "ლიანა მეხრიშვილის" სასურსათო მაღაზიებიდან ამოღებულია სხვადასხვა დასახელების ლუდი, უალკოჰოლო სასმელი, ჩაი, ყავა, შესქელებული რძე, ორცხობილა (მათ შორის, კრემიანი), მარგარინი, დაფქული წითელი წიწაკა, ძეხვი, ტომატ-პასტა, ზეთისხილი.
ვადაგასული სურსათი დაილუქა და კანონმდებლობის შესაბამისად განადგურდება.