საქართველოს ბანკი საქველმოქმედო გალა კონცრტს გამართავს

საქართველოს ბანკი საქველმოქმედო გალა კონცრტს გამართავს

თბილისი, 18 დეკემბერი, 2013 – საქართველოს ბანკს, ქვეყნის წამყვან ბანკსა და არასამთავრობო ორგანიზაცია „პირველი ნაბიჯი საქართველოს“ შორის თანამშრომლობის შედეგად 18 დეკემბერს, საღამოს 7 საათზე, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ გაიმართება ზამთრის საქველმოქმედო გალა–კონცერტი. „პირველი ნაბიჯი საქართველო“, რომელიც ნინო ქადაგიძე, ჟვანიასა და ჯეინ ქორბოის დაარსებული ორგანიზაციაა საქართველოში, ყოველწლიურად ატარებს ხსენებულ ღონისძიებას, რომლის მიზანია ფინანსური სახსრების მოზიდვა საკუთარი ბენეფიციარებისთვის, რომლებიც არიან მძიმე ფიზიკური და ინტელექტუალური შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 18 წლამდე ბავშვები და ახალგაზრდები. ორგანიზაცია მათ უზრუნველყოფს უმნიშვნელოვანესი, მაღალი ხარისხის მომსახურებით, რომელსაც ისინი სხვანაირად მოკლებულები იქნებოდნენ. ღონისძიების ფარგლებში შემოსული თანხა სრულად მოხმარდება „პირველი ნაბიჯი საქართველოს“ პროგრამებსა და პროექტებში ჩართულ განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებს, რომლებიც არიან სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან და სასიცოცხლოდ საჭიროებენ დღის ცენტრის, ადრეული განვითარებისა და შინ მოვლის პროგრამებში ჩართვას.

ზემოდ ხსენებული ღონისძიების ფარგლებში წარმოგიდგენთ ახალგაზრდა ქართველი ვირტუოზის, ჯაზის შემსრულებლის, „ჯულიარდის სკოლის“ სტუდენტის ბექა გოჩიაშვილის პირველ საქველმოქმედო კონცერტს - ბექა გოჩიაშვილი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის, აგრეთვე ხელოვნების ნიმუშების აუქციონს და ლატარიის ბილეთების გათამაშებას.
2013 წლის ზამთრის გალა კონცერტსა და ვახშამს ესწრება: სამთავრობო და არასამთავრობო, აგრეთვე ბიზნეს სექტორის, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები. ამ ფორმით ისინი უცხადებენ მხარდაჭერას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს და ხელს უწყობენ მათ განვითარებასა და საზოგადოებაში ინტეგრაციას.

ღონისძიების სპონსორები არიან:
სასტუმროების ქსელი „რედისონ ბლუ ივერია“ - გენერალური სპონსორი, საქართველოს ბანკი - პლატინის სპონსორი, კომპანია „გალფი“ - ოქროს სპონსორი, მაკლეინის ასოციაცია- ვერცხლის სპონსორი.