შინაგან საქმეთა სამინისტროს ახალქალაქის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ახალქალაქში ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის სხვენიდან დიდი ოდენობით საბრძოლო მასალა ამოიღეს: 5 ხელყუმბარა, 3 დეტონატორი, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის 2 მჭიდი და 20 საბრძოლო ვაზნა, 5,45 კალიბრის 1500 საბრძლო ვაზნა და 3 მჭიდი, გადასატანი საზენიტო სარაკეტო კომპლექს „9-კა-34 სტრელა 3“-ის პისტოლეტის 8 სახელური.
გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).