პატიმრის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

პატიმრის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

ადვოკატ ირმა ბერიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაციაზე დაყრდნობით, რომლის თანახმადაც სასჯელაღსრულების მეშვიდე დაწესებულებაში მსჯავრდებული მირზა გიგლემიანი სცემეს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრ სოზარ სუბარის პირადი დავალებით, სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ მოკვლევა დაიწყო.

სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნულმა მსჯავრდებულმა არაერთხელ მიიყენა თვითდაზიანება სხვადასხვა მოთხოვნის შეუსრულებლობის გამო. ამჟამად მსჯავრდებული მირზა გიგლემიანი შიმშილობს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სამინისტროს მიერ კონტროლზეა აყვანილი.

 იმ შემთხვევაში თუ მსჯავრდებულის ცემის ფაქტი დადასტურდება, მსჯავრდებულზე განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობაში მონაწილე პირები პასუხს კანონის წინაშე აგებენ.