სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 27 ნოემბერს საქართველოს მთელს ტერიტორიაზე დაასრულა საქონლის საშიში ინფექციური დაავადების - ,,ჯილეხის“ საწინააღმდეგო საშემოდგომო პროფილაქტიკური ვაქცინაცია. მაღალი რისკის ზონებში აცრა ჩაუტარდა 152 586 ამთვისებელ შინაურ ცხოველს, მათგან 121 193 - მსხვილფეხა, 30 761 - წვრილფეხა პირუტყვი და 632 ცხენია. ვაქცინაცია ჩატარდა 40 მუნიციპალიტეტში, 197 სოფელსა და დასახლებულ პუნქტში.
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 8 ნოემბერს მთელი ქვეყნის მასშტაბით დაიწყო "თურქულის" საწინააღმდეგო პროფილაქტიკური ვაქცინაციის მეორე ეტაპი. წინასწარი ინფორმაციით, ვაქცინირებულია 275 266 ამთვისებელი ცხოველი, მათ შორის, 202 836 მსხვილფეხა და 72 430 წვრილფეხა რქოსანი პირუტყვი.
ამასთან, მიმდინარეობს იდენტიფიკაცია-ნიშანდების კამპანია. დღემდე იდენტიფიცირებულია 97 050 მსხვილფეხა რქოსანი პირუტვი.
ცოფის საწინააღმდეგო კვირეულის ფარგლებში აიცრა 62 098 ათასი ძაღლი და კატა, მაგრამ ეპიზოოტიური სიტუაციიდან გამომდინარე, პროფილაქტიკური ღონისძიებები გაგრძელდა 41 რაიონში. დამატებით აიცრა 12 709 შინაური, ხორცის მჭამელი ცხოველი (ძაღლი, კატა).