სოციალურ ქსელებში ბიზნესმენი ცეზარ ჩოჩელის „მარტივი მათემატიკური შეკითხვა“ ვრცელდება.
ამოცანის პირობა: 1999 წელს საწარმოს ახალი დანადგარის ღირებულება შეადგენდა 1.5 მლნ დოლარს. 2013 წლისთვის ანალოგიური დანადგარის ღირებულაბა არ შეცვლილა და კვლავ 1.5 მლნ დოლარია.
კითხვა: შემცირდება თუ გაიზრდება საწარმოო დანადგარის ღირებულება 11 წლის ექსპლუატაციის შედეგად?
რისკენ მიანიშნებს ბიზნესმენის ეს ნაბიჯი, ამ დროისათვის მედიისთვის უცნობია. თუმცა, როგორც პრესსამსახურში განმარტავენ, კითხვაზე მცდარი პასუხის ავტორი, სავარაუდოდ, უკვე დაჯილდოებულია.
„ამოცანის“ სწორ პასუხთან დაკავშრებით, ცეზარ ჩოჩელი პრესკონფერენციას მომდევნო კვირას გამართავს.