სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის სამმართველოს წარმომადგენლებმა წინამძღვრიშვილის ქუჩაზე მდებარე ი/მ "ზურაბ ჩხიკვაძის" სასურსათო მაღაზიიდან სარეალიზაციოდ გამოტანილი ათეულობით ქათამი ამოიღეს, რომელსაც დამახასიათებელი სუნი ჰქონდა და ორგანოლეპტიკურად გაფუჭებული იყო.
აღნიშნული პროდუქტი დაილუქა და კანონის შესაბამისად განადგურდა.