საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს საკოორდინაციო საბჭო განმეორებით აცხადებს ვაკანსიას საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს
დასავლეთ საქართველოს ადგილობრივი საბჭოს და არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს (შემდგომში – პრობაციის ეროვნული სააგენტო) პირობითი მსჯავრის გაუქმების საკითხთა განმხილველი მუდმივმოქმედი კომისიის წევრის კანდიდატურაზე (არაანაზღაურებადი).
სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს
ადგილობრივი საბჭოებისა და მუდმივმოქმედი კომისიის წევრობის უფლება აქვს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დარეგისტრირებულ არასამთავრობო ორგანიზაციას, რომლის სადამფუძნებლო დოკუმენტაცია რეგისტრაციაში გატარების მომენტისთვის ითვალისწინებდა ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვას.
არასამთავრობო ორგანიზაციები ერთმანეთში კონსულტაციებისა და შეთანხმების შედეგად, ვაკანსიის გამოცხადებიდან ხუთი სამუშაო დღის ვადაში, საბჭოში წარადგენენ კანდიდატურას. იმ შემთხვევაში თუ კონსულტაციების შედეგად შეთანხმება მიღწეული ვერ იქნა, არასამთავრობო ორგანიზაციას უფლება ენიჭება დამოუკიდებლად წარადგინოს კანდიდატურა.
კანდიდატურების წარმოდგენა უნდა მოხდეს წერილობითი ფორმით 2013 წლის 12 ნოემბრის 18 საათამდე. კანდიდატურის წარმოდგენასთან ერთად წერილობით მიმართვას თან უნდა ერთვოდეს ორგანიზაციის წესდების ასლი დამოწმებული სახით.