გიორგი მარგველაშვილი: „ ჩვენი მიზანია სპორტი პოლიტიკური ბრძოლის იარაღად არ იქნას გამოყენებული“

გიორგი მარგველაშვილი: „ ჩვენი მიზანია სპორტი პოლიტიკური ბრძოლის იარაღად არ იქნას გამოყენებული“

კოალიცია „ქართული ოცნების“ პრეზიდენტობის კანდიდატმა გიორგი მარგველაშვილმა წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში „შერატონ მეტეხი პალასში“ სპორტის ფედერაციების ხელმძღვანელებთან და სპორტსმენებთან შეხვედრა გამართა.

კოალიციის პრეზიდენტობის კანდიდატი სპორტსმენებს ლერი ხაბელოვმა, შოთა ხაბარელმა და სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ლევან ყიფიანმა წარუდგინეს.

როგორც გიორგი მარგველაშვილმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, მისი მიზანია სპორტი პოლიტიკური ბრძოლის იარაღად არ იქნას გამოყენებული, არამედ „სპორტი უნდა იქცეს შეჯიბრად.“
"ჩვენ სპორტსმენებს არ გავხდით პოლიტიკური ბრძოლის იარაღად. ჩვენ არ გამოვიყენებთ სპორტსმენებს და მათ ავტორიტეტს ვინმესთვის ხელისგადასაგრეხად. ჩვენს მთავრობაში არავის მოსვლია თავში, რომ ზონდერ-ბრიგადებში ჩავსვათ და შესაბამისად ჩვენ გვერდით გვიდგასსპორტსმენების სახით ხალხი, რომლის პოლიტიზაციასაც არ ვაპირებთ. სპორტი არ იქნება პოლიტიზირებული და ჩვენი მიზანია, რომ ეს იყოსმართლაც შეჯიბრი", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა. სპორტსმენებმა პრეზიდენტობის კანდიდატს მხარდაჭერა აღუთქვეს. როგორც საქართველოს ოლიმპირი კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტმა ნინო სალუქვაძემ განაცხადა, გიორგი მარგველაშვილი არ უნდა გაჩერდეს იმ ბრძოლაში, რომელშიც ჩართულია საპრეზიდენტო არჩევნების სახით.

"ბევრი ადამიანი გიდგათ გვერდში, მათ შორის ჩემი სახით. თქვენ ორი და ათი ტურიც რომ დაგჭირდეთ, უარი არ უნდა თქვათ ამ ბრძოლაშიბოლომდე მონაწილეობაზე", - განაცხადა ნინო სალუქვაძემ.

გიორგი მარგველაშვილი მეორე ტურის თემას კიდევ ერთხელ გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ თავდასხმა საჭიროა იმისთვის, რათა ძალები სრულად იქნას მობილიზებული. : "მეორე ტურზე უარის თქმა უკან დახევას არ ნიშნავს. ჩვენ ვაცხადებთ რომ ვიგებთ პირველ ტურში. ეს განცხადება უკანდახევა კი არა, თავდასხმაში გადასვლაა. ეს გავაკეთეთ იმიტომ, რომ ბოლომდე გაგვეაქტიურებინა ჩვენი რესურსი, რათა გვეჩვენებინა, რომ ეს არარის თამაში. თავდასხმისთვის გვჭირდება ძალების მობილიზება და იმპულსირება. უბრალოდ, კი არ ვიგებთ, ეს იქნება პოზიტიური დარტყმა დაასევე განაჩენი ყველაფერი იმისა, რაც აქამდე საქართველოში ხდებოდა", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
გიორგი მარგველაშვილის შეხვედრა მოქმედ და ვეტერან სპორტსმენებთან ორი საათი გაგრძელდა.