ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტის, მეუფე თეოდორეს განცხადებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინისგან დაპირება მიიღო, რომ ის დევნილების დაბრუნების პროცესში ჩაერთვება.
ამის შესახებ მეუფე თეოდორემ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის რუსეთიდან დარუნების შემდეგ სიონის ტაძარში განაცხადა.
"პატრიარქმა მიიღო დაპირება რუსეთის პრეზიდენტისგან, რომ ახლო მომავალში ჩაერთვება ლტოლვილების დაბრუნების საკითხში და შეძლებისდაგვარად დაგვეხმარება ლტოლვილების დაბრუნებაში აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში. ასევე, იყო მიღებული დოკუმენტი ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების შესახებ, სადაც გვინდოდა, რომ ჩართული ყოფილიყო აფხაზეთიც. სამწუხაროდ, ვერ მოხდა აფხაზეთის ჩართვა, მაგრამ რუსეთის პატრიარქისაგან მივიღეთ დაპირება, რომ ამის შესახებ ახალი დოკუმენტი მომზადდება, რომელიც შეეხება მთლიანად აფხაზეთს და ცხინვალის რეგიონს", - განაცხადა მეუფე თეოდორემ.