თიბისი გალერეაში შედგება პროექტის “ჩემი ფუნიკულიორი” პრეზენტაცია

თიბისი გალერეაში შედგება პროექტის “ჩემი ფუნიკულიორი” პრეზენტაცია

30 ივლისს, 18:00 საათზე, თიბისი გალერეაში შედგება პროექტის “ჩემი ფუნიკულიორი” პრეზენტაცია,რომელიც თიბისი არტ გალერეის ორგანიზებითა და თიბისი ბანკის მხარდაჭერით განხორციელდა!

პროექტი წარმოადგენს ასზე მეტი მხატვრის კოლექტიური თანაშემოქმედების პირველი პრეცენდენტს საქართველოში, რომელსაც საფუძველი 2012 წლის ოქტომბერში, მთაწმინდის პარკში ჩაეყარა და რომელიც ერთგვარ სოციალურ პროექტად ჩამოყალიბდა.

პროექტის მთავარი იდეა იყო მონმარტრის ერთგვარი პერიფრაზი და თბილისისთვის ახალი არტ-სივრცის შეთავაზება, სადაც ბევრი არტისტი, მოყვარული, სტუდენტი და ბავშვი შეძლებდა ხატვას.

პროექტმა წარმატებით იმუშავა 10 თვის განმავლობაში. მასში 120 მხატვარი მონაწილეობდა. პროექტის ფარგლებში შეიქმნა 400-მდე უნიკალური ნამუშევარი...

სწორედ ამ ნამუშევრებს იხილავს საზოგადოება ხვალ, თიბისი არტ გალერეაში. აქვე შედგება ალბომის „ჩემი ფუნიკულიორი“ პრეზენტაცია და პროექტის შესახებ მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმის ჩვენება!