უკრაინაში ქალაქ ლუცკში რიგით 28- მსოფლიო რეკორდი ქართველმა მიითვალა, რომლის შედეგიც ვოლინის ბოდიბილდინგის ფედერაციამ დააფიქსირა.
„ჰულინგ ჯგუფის“ თანამშრომელმა შოთა ქელდიშვილმა 10 კგ ჰანტელებით ბიცეპსის დელტისებური და ნახევრად დელტისებური კუნთებით ვარჯიში 30 წუთის განმავლობაში შეასრულა და საერთო ჯამში ჟიურიმ 1526 მოძრაობა დააფიქსირა, რაც მსოფლიო რეკორდისთვის სრულიად საკმარისი აღმოჩნდა.
„შოთა ქელდიშვილი ჰუალინგ ჯგუფის საამაყო წევრია. ვამაყობთ ასეთი თანამშრომლით. აღნიშნულ შეჯიბრზე ის სწორედ ჩვენი კომპანიის მხარდაჭერით მოხვდა, დავეხმარეთ გამგზავრებულიყო და მონაწილეობა მიეღო შეჯიბრში. დარწმუნებულები ვიყავით, რომ შოთა წარმატებას მოუტანდა ქვეყანას და მისი გამარჯვებით ჩვენც ვიამაყებდით, ასეც მოხდა. შოთამ 28-ჯერ მოიპოვა მსოფლიო რეკორდსმენის ტიტული, “ - განმარტავს ჰუალინგ ჯგუფის კორპორაციული ურთიერთობების მენეჯერი თინათინ შიშინაშვილი.
კორპორაცია „ჰუალინგი“ საქმიანობის ძირითად სფეროს მსხვილი დეველოპერული პროექტების განხორციელებას მოიცავს როგორც ჩინეთში, ასევე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის აშშ-ში, შუა აზიისა და წყნარი ოკეანის აუზის ქვეყნებში . „ჰუალინგ“ ჯგუფი 1988 წელს, სინძიანში დაარსდა და ჩინეთში 4 განვითარებულ საბითუმო ბაზართან ერთად, 4 მილიონ კვადრატულ მეტრ კომერციულ ფართს ფლობს. საქართველოში ინვესტირება ჯგუფმა 2007 წლის ბოლოს დაიწყო. კომპანიას 48 000 კუბური მეტრი ხე-ტყის მოპოვებზე აქვს ლიცენზია, დაიწყო თავისუფალი ინდუსტრიული ზონის მშენებლობა ქუთაისში, 2012 წელს, კომპანია „ბაზისბანკის“ აქციათა 90%–იანი წილის მფლობელი გახდა. ჰუალინგი თბილისის ზღვაზე ოლიმპიური სოფლის მშენებლობას ახორციელებს, მხოლოდ პირველ ეტაპზე 150 მილიონი ა.შ.შ. დოლარის ინვესტირებ ხორციელდება, აშენებულ კომპლექსში ს3800 სპორტსმენი განთავსდება.
ოლიმპიური სოფელი უსასყიდლოდ გადაეცემა ქალაქ თბილისს 2015 წლისთვის დაგეგმილი ახალგაზრდული ოლიმპიადის მასპინძლობისთვის.
http://youtu.be/j3WxgKhWiDM