მომავალში შესაძლოა, ”ევრონიუსის” 13 სამაუწყებლო ენას ქართულიც დაემატოს

მომავალში შესაძლოა, ”ევრონიუსის” 13 სამაუწყებლო ენას ქართულიც დაემატოს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, შესაძლოა, მომავალში ”ევრონიუსის” 13 სამაუწყებლო ენას ქართულიც დაემატოს.

ამის შესახებ კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ”ევრონიუსის” გენერალურ დირექტორთან შეხვედრის კომენტირებისას განაცხადა.

კვირიკაშვილის თქმით, უნდა იყოს საინფორმაციო კამპანია სწორედ იმ ქვეყნებში, სადაც ”ევრონიუსი” მაუწყებლობს და ეს აუცილებლად განხორციელდება.

„ეს იმისთვის კეთდება, რომ გაიზარდოს საქართველოს ცნობადობა, როგორც მიმზიდველი საინვესტიციო მიმართულების. ”ევრონიუსის” გენერალური დირექტორი მზადყოფნას გამოთქვამს, რომ მოხდეს ჩამოყალიბება გრძელვადიან თანამშრომლობაზე, შემდგომ ეტაპებზე შესაძლოა, რომ მათი წარმომადგენლობა ჩვენთან გაიზარდოს და მომავალ პერსპექტივაში სასურველი იქნება, რომ იმ 13 ენას, რომელზეც მაუწყებლობს ”ევრონიუსი” დაემატოს ქართული, მაგრამ დღესდღეობით, ამაზე ლაპარაკი ნაადრევია. ეს იყო ჩვენი სურვილი, თუმცა მთლიანად ”ევრონიუსის” განწყობა დადებითი იყო“,- განაცხადა კვირიკაშვილმა.