ბათუმში დღეს ჯაზის დღესასწაული - შავი ზღვის რიგით მე-7 ჯაზ ფესტივალი იწყება, რომელსაც წელსაც, ტრადიციულად, თიბისი ბანკის პერსონალური საბანკო მომსახურება, TBC Status წარმოგიდგენთ.
ბათუმის ტენისის კორტებზე წელს 4 დაუვიწყარი საღამო შედგება. თითოეულ ამ კონცერტზე TBC Status-ის მომხმარებლები ისარგებლებენ ექსკლუზიური ფასებით: მათ, ვინც ჯაზ-ფესტივალის ბილეთებს შეიძენს PrimeCard, TBC Status და TBC Platinum ბარათებით, მიიღებს 15-20%-იან ფასდაკლებას. იჩქარეთ, კონცერტის დაწყებამდე სულ რამდენიმე საათი რჩება.
დღეს, 20:00 საათზე, ბათუმის ტენისის კორტებზე, ქართველი მსმენელი შეხვდება ჯაზის ლეგენდას, 8 გრემის მფლობელ უნივერსალურ ჯაზ-შემსრულებელს, Al Jarreau-ს... ის დღემდე რჩება ერთადერთ მუსიკოსად მსოფლიოში, რომელსაც გრემი აღებული აქვს სამ სხვადასხვა კატეგორიაში: ჯაზი, პოპი და არენბი.
ხვალ, 19 ივლისს, შავი ზღვის ჯაზ-ფესტივალს გააგრძელებს მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი გიტარისტი Mike Stern-ი და ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ბასისტი Victor Wooten. როგორც საუკეთესო ბას-გიტარისტი, Mike Stern-ი სამჯერ იყო ნომინირებული გრემიზე....
20 ივლისს, ჯაზ-ფესტივალის პროგრამას გააგრძელებს კარმენ სოუზა, 27 წლის პორტუგალიელი ვოკალისტი, ლათინური ჯაზისა და ფუჟენის უბადლო შემსრულებელი...
21 ივლისს, ჯაზის მოყვარულებს ელით დაუვიწყარი საღამო Jose James-ის მონაწილეობით. ეს არის New Urban Jazz-ის, ჰიპ-ჰოპისა და ვოკალური ჯაზის საუკეთესო შემსრულებელი, რომელიც ცნობილია თავისი მუსიკალური პერფორმანსებითა და მუსიკისა და პოეზიის სინთეზის საოცარი უნარით.
ოთხივე კონცერტს კლუბ Take Five”- ში დაასრულებს BIG JOHN & Vienna Soul Society.
არ გამოტოვოთ ჯაზის დღესასწაული, შეხვდით მსოფლიოში საუკეთესო შემსრულებლებს!