თბილისის ლუდის ფესტივალი „ნატახტარისაგან“ ტრადიციად ქცეული სიამოვნება

თბილისის ლუდის ფესტივალი „ნატახტარისაგან“ ტრადიციად ქცეული სიამოვნება

ბევრი ლუდი, კარგი მუსიკა და გართობა შუაგულ თბილისში

თბილისის ლუდის ფესტივალი „ნატახტარისაგან“ უკვე ტრადიციად ქცეული სიამოვნებაა შუა ზაფხულში. ორი დღის განმავლობაში ვარდების მოედანზე დიდი რაოდენობის ლუდი დაილია, საინტერესო მუსიკა ჟღერდა და უამრავი გალაღებული ადამიანი ერთობოდა.

კომპანია „ნატახტარმა“ ლუდის ფესტივალის ტრადიცია 4 წლის წინ შემოიღო. თბილისის ლუდის ფესტივალი მსოფლიოში არსებული სხვა ანალოგების მსგავსად, სრული საფესტივალო სტანდარტით ჩატარდა. ლუდის მოყვარულებს "ნატახტარმა" ბევრი საფესტივალო ატრიბუტი, ორიგინალური ქუდები, მაისურები, სათვალეები და ლუდის კათხები შესთავაზა. ფესტივალის სტუმრების განწყობაზე ეს მხიარული ატრიბუტები საუკეთესოდ მოქმედებდა. ორი დღის განმავლობაში „ნატახტარმა“ თავისი ყველაზე პოპულარული 5 ლუდი („ნატახტარი“, „მთიელი“, „კოზელი“, „ეფესი“ და „კაიზერი“) შესთავაზა სტუმრებს.

კარგი ლუდის დაგემოვნება წარმოუდგენელია ასევე კარგი მუსიკის გარეშე. ეს ფესტივალის ორგანიზატორებმაც შესანიშნავად იცოდნენ და ამიტომაც მუსიკალური პროგრამა საინტერესოდ იყო შედგენილი. ორი დღის განმავლობაში ლუდის ფესტივალის სტუმრების განწყობაზე ზრუნავდნენ ცოცხალი მუსიკის შემსრულებლები _ „მელოუ“, „სვანსიკი“, „ლაუდსფიქერსი“, „სალიო“, „ზარები“, „ზურგი“ და ელენე კალანდაძე. ფესტივალი კი ჯგუფმა „შინი“-მ დახურა.

ფესტივალს თან ახლდა უამრავი სახალისო შეჯიბრება და გათამაშება, სადაც საუკეთესო ლუდის მსმელებიც გამოვლიდნენ.

ნინო სურმავა, „ნატახტარის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი:

“ლუდის ფესტივალი „ნატახტარისგა“ ყოველწლიური ტრადიციაა და ლუდის მოყვარულებს წელს უკვე მეოთხედ ვუმასპინძლეთ. ამ ფესტივალის შექმნის იდეა ჩვენი კომპანიის მხრიდან ერთგვარი მადლობის გამოხატულება იყო მომხმარებლების მისამართით. გვინდოდა, შუა ზაფხულში გაგვეკეთებინა ღონისძიება, სადაც ჩვენი მომხმარებელი დროის მხიარულად, საინტერესოდ გატარებას და თავისი საყვარელი ლუდის დაგემოვნებას შეძლებდა. პირველივე ლუდის ფესტივალის ჩატარების შემდეგ მივხვდით, რომ ეს ღონისძიება ყოველწლიური უნდა გამხდარიყო. უკვე მეოთხე წელია, ლუდის მოყვარულებს ვმასპინძლობთ და ვცდილობთ, წლიდან წლამდე უფრო საინტერესო პროგრამა შევთავაზოთ ფესტივალის სტუმრებს. ლუდის მოყვარულებისათვის ყველანაირი კომფორტი შევქმენით, „ნატახტარის“ ყველაზე პოპულარული ლუდებიდან 5 სახეობა შევარჩიეთ და 50 მეტრი სიგრძის ბარი გავაკეთეთ. მომხმარებლებისათვის შევქმენით უფრო იოლი ტალონების სისტემა, რათა ლუდის ჩამოსასხმელებთან ფულისა და ხურდის პრობლემა არ ყოფილიყო. ჩვენი მიზანია, ყოველი შემდგომი ლუდის ფესტივალი წინანდელს ჯობდეს, ამ პროგრესით მივდივართ წინ“.

თამამად შეიძლება ითქვას, რომ თბილისში ლუდის ფესტივალის ტრადიცია „ნატახტარს“ ეკუთვნის. ოთხი წლის წინანდელ მონაცემებთან შედარებით, როცა ლუდის ფესტივალი `ნატახტარმა” პირველად ჩაატარა, წელს სტუმრების რაოდენობა ორნახევარჯერ არის გაზრდილი. შარშან ლუდის ფესტივალს 25 ათასზე მეტი სტუმარი ჰყავდა, წელს ეს რიცხვი კიდევ რამდენიმე ათასით გაიზარდა. ლუდის ფესტივალის ერთ-ერთი მიზანი ისიც იყო, რომ ლუდის მოხმარების კულტურა დაგვეხვეწა საქართველოში. როგორც ლუდის ბაზრის ლიდერებს, ჩვენ საქართველოში ეს მოვალეობა გვაკისრია და სიამოვნებით ვიღებთ ამ პასუხისმგებლობას. ლუდი იძლევა იმის საშუალებას, რომ კეთილად და მხიარულად გავერთოთ.