პირადი ცხოვრების ამსახველი მასალების განადგურების საკითხზე შსს-ში სპეციალური კომისია მსჯელობს. კომისიის რიგით მეოთხე სხდომაში მონაწილეობას შს მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, მთავარი პროკურორი არჩილ კბილაშვილი, სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი, ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ევროკომისიის სპეციალური წარმომადგენელი თომას ჰამერბერგი იღებენ.
დღევანდელი სხდომაზე კომისიის წევრები შეჯერდებიან თარიღზე თუ როდის და მასალების რა ნაწილის განადგურება მოხდება.
როგორც კომისიის წევრები სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებთან აცხადებდნენ, აუცილებლად უნდა განადგურდეს მასალების ის ნაწილი, რომელიც ეხება ადამიანების პირად ცხოვრებას.
არასამთავრობოების ნაწილი მიიჩნევს, რომ უნდა განადგურდეს მასალების ის ნაწილი, რომლის მიმართაც გამოძიებას კითხვები არ აქვს და მტკიცებულების სახით გამოყენება არ მოხდება.
რაც შეეხება მასალების იმ კატეგორიას, რომლებიც სხვადასხვა გამოსაძიებელ საქმეებში ფიგურირებენ, სპეციალისტების თქმით, ისინი შსს-ს არქივმა კვლავ დაცულ გარემოში უნდა შეინახოს.