CBAG (საქართველოს სოფლის მეურნეობის შესაძლებლობის გაძლიერების) პროექტის ფარგლებში 3 ქართველი ვეტერინარი შვედეთში სწავლებისა და დასაქმების სამთვიან კურსს გაივლის. 5 ივლისიდან 5 ოქტომბრის ჩათვლით კონკურსის წესით შერჩეული სპეციალისტები თანამედროვე ფერმერული მეურნეობის პრინციპეპს გაეცნობიან.
სურსათის ეროვნული სააგენტოს 2 ვეტერინარი ექიმი და 1 სტუდენტი სამ სხვადასხვა ფერმაში გადანაწილდა, სადაც მერძევეობის განვითარების უახლოეს, თანამედროვე პრინციპებს ეცნობა. აღნიშნული პროექტის ფარგლებში 40 ვეტერინარი გაივლის სწავლებისა და დასაქმების კურს შვედეთის სხვადასხვა ფერმერულ მეურნეობებში. კურსის დასრულების შემდეგ ვეტერინარები დიპლომებს მიიღებენ.