საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტუტიტი (GIPA) მედიას ანგარიშს აბარებს

საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტუტიტი (GIPA) მედიას ანგარიშს აბარებს

ორშაბათს, 15 ივლისს, 20:00 საათზე საჯარო ბიბლიოთეკის ბაღში (მის: ქ.თბილისი, გუდიაშვილის ქ. 7) საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტუტი (GIPA) გიწვევთ პროგრამების დასრულების საზეიმო ცერემონიალზე. 

GIPA -ს წარმომადგენელი მოწვეულ სტუმრებს გააცნობს ინსტიტუტის სიახლეებს და ერთგვარ ანგარიშს ჩააბარებს შემდეგ პროგრამებზე, როგორიცაა: ქვეყნის ბრენდინგი და საერთაშორისო კომუნიკაციები, ზოგადი მენეჯმენტი, ჯანდაცვის პოლიტიკა და ადმინისტრირება, აგრობიზნესის მენეჯმენტი.

ღონისძეიბას ასევე დაესწრებიან საჯარო სექტორის წარმომადგენლები, მათ შორის მინისტრები, მათი მოადგილეები და სხვა მოწვეული სტუმრები.

ზურაბ ჟვანიას სახელობის საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი წარმოადგენს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც დაკავებულია ეფექტური მმართველობის, მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბების ხელშეწყობით საქართელოში.

დაარსებისთანავე ინსტიტუტმა თავი მოუყარა ბიზნესის, მედიის, სამოქალაქო საზოგადოებისა და საჯარო სამსახურის წარმომადგენლებს. არსებობის 15 წლის განმავლობაში ინტერაქტიული საგანმანათლებლო პროგრამების, კვლევებისა და ტრენინგების მეშვეობით ინსტიტუტმა თავისი წვლილი შეიტანა როგორც ეფექტური მმართველობის განვითარებაში სახელმწიფო, მუნიციპალურ და ადგილობრივ დონეზე საქართველოში, ასევე დამოუკიდებელი და სიცოცხლისუნარიანი მედიის ჩამოყალიბებაში.