მიმდინარე წლის 12 ივლისს, ქ. მარნეულის სოფ. სადახლოში, 12:00 საათზე, ეთნიკური უმცირესობების საკითხებზე მომუშავე ჯგუფი გამართავს შეხვედრას, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან, ასევე, ადგილობრივ მოსახლეობასთან. შეხვედრის მონაწილეებს, სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი, სოფიო სიჭინავა, გააცნობს 2013 წლის 27 ოქტომბრის საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებისთვის ცესკოს მიერ ეთნიკური უმცირესობების ამომრჩევლებისათვის თანაბარი საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფის მიზნით, განსახოცრიელებელ ღონისძიებებს.
შეხვედრის დასაწყისი: 12:00 სთ
მისამართი: ქ. მარნეული, სოფ. სადახლო (კულტურის სახლი)
საკონტაქტო პირი: ქეთევან ვარდანაშვილი 577 99 89 28